ოპოზიციურ ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალთან დაკავშირებით უთანხმოება კვლავ გრძელდება. გაერთიანების წევრები აცხადებენ, რომ პარტიამ უნდა დააზუსტოს, განაგრძობს თუ არა თანამშრომლობას არსებული ფორმატით.
მათი შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი აღარ შეასრულა. „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, ალიანსი საერთო სტრატეგიასა და შეთანხმებულ წესებს ეფუძნება, რომელთა დაცვაც ყველა წევრის პასუხისმგებლობაა. მისი შეფასებით, ამ პრინციპებისგან დისტანცირება გაერთიანების დატოვებას ნიშნავს.