ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა დაპირისპირებაში გადაიზარდა - Palitra News

ხელჩართული ჩხუბი პარლამენტში - პრემიერის წლიური ანგარიშის წარდგენა დაპირისპირებაში გადაიზარდა

2026-06-26 22:42:11+04:00

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის განხილვა ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა. სხდომათა დარბაზში ერთმანეთს „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.

დაპირისპირება გიორგი შარაშიძის გამოსვლას მოჰყვა. მანამდე ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა უკვე აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რასაც საშუალო ხელფასის ზრდა და შემცირებული საშემოსავლო გადასახადი ადასტურებს.

მმართველი გუნდი პრემიერის გამოსვლას ტაშით შეხვდა, ხოლო ოპოზიციამ ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციის, ცხინვალის რეგიონის ანექსიის გაგრძელებისა და სოციალური მდგომარეობის გაუარესების გამო გააკრიტიკა.