საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს - Palitra News

საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს

2026-06-27 11:37:43+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.