ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში და დაპირისპირება პარლამენტში - Palitra News

ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიში და დაპირისპირება პარლამენტში

2026-06-27 12:36:22+04:00

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე გაიმართა. სხდომა ხმაურისა და ფიზიკური ინციდენტის გამო დროებით შეწყდა კიდეც. ერთმანეთს „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაძაბულობა გიორგი შარაშიძის გამოსვლას მოჰყვა, რის შემდეგაც ვითარება სხდომათა დარბაზში კონტროლს გასცდა. ინციდენტამდე ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა უკვე აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მისივე შეფასებით, ამას ადასტურებს როგორც საშუალო ხელფასის ზრდა, ისე საშემოსავლო გადასახადის შემცირება.ოპოზიციური პარტიების შეფასებით ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშეა, გრძელდება ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი, ხოლო მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება.