პარტია „დროას“ ინფორმაციით, ტკივილების გამო ექიმმა პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი გასინჯვა ვერ შეძლო. პარტიის ინფორმაციითვე, სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგრესულად უარესდება, რის გამოც აუცილებელია მისი კლინიკაში გადაყვანა. „დროაში“ აცხადებენ, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე გატარებული თითოეული დღე ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას დამატებით ზიანს აყენებს. პარტიის განცხადებით, არსებული ვითარებისა და მმართველი პარტიის ქმედებების მიუხედავად, არც ელენე ხოშტარია და არც „დროა“ უკან დახევას და ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.