"საიამ" მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქმის განხილვის პროცესში რამდენიმე ფუნდამენტური უფლება დაირღვა და სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საია-ს შეფასებით, საქართველოში საქმის წარმოება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი დარღვევების დადგენას სთხოვს და მიუთითებს, რომ პროცესის მიმდინარეობისას არ ყოფილა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა ძირითადი უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული, რომლის გამოც ის სასჯელს იხდის. ოპოზიციის შეფასებით კი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობს ქართული ოცნება თავისუფალი სიტყვის გაქრობას და როგორ იყენებს პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის სასამართლოს