ალიანსის სამომავლო გეგმები და ახალი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ ველზე - Palitra News

ალიანსის სამომავლო გეგმები და ახალი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ ველზე

2026-06-27 12:38:38+04:00

ოპოზიციური პარტიების ერთობა, სამომავლო გეგმები და მიმდინარე დაპირისპირება - ქართული ოცნების ოპონენტები ალიანსის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საერთო სტრატეგიას მიჰყვებიან და შეთანხმებულ წესებს იცავენ ერთობაში დარჩებიან. რაც შეეხება ალიანსში „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენის საკითხს, თავად ამ პარტიაში ამბობენ, რომ ერთობა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ოპოზიციური პარტიების ერთობაზე საუბრობენ ის პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. ისინი არჩვნების მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციამ საარჩევნო პროცესი და საპარლამენტო მანდატები ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა გამოიყენოს. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის გამოჩენაზე. ერთ გუნდში მოიაზრებიან პოლიტიკოსები - საბა ბუაძე, ბორის ჩელე ყურუა და ნიკა ობოლაძე. სავარაუდოდ მლაპარაკებები მიმდინარეობს ვადო მაჭავრიანთანაც.