საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს - Palitra News

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს

2026-06-27 12:39:12+04:00

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ყოფილი მინისტრები, დიპლომატები, სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები და ექსპერტები - გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ევროპის კავშირს, ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიას, ეუთო-სა და ნატოს სთხოვენ მტკიცედ დაადასტურონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; საერთაშორისო დონეზე დაგმონ რუსეთის აგრესიული რიტორიკა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები;

განიხილონ მიზნობრივი სანქციების დაწესება იმ პირთა მიმართ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო ანექსიურ და მილიტარისტულ პროცესებში. წერილში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გმობენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის განგრძობით პროცესს.