19:00 საათზე აქციებზე დაკავებული პირების მხარდამჭერი მარში გაიმართება - რას ამბობენ აქციის ორგანიზატორები - Palitra News

19:00 საათზე აქციებზე დაკავებული პირების მხარდამჭერი მარში გაიმართება - რას ამბობენ აქციის ორგანიზატორები

2026-06-27 12:40:13+04:00

დღეს 19:00 საათზე აქციებზე დაკავებული პირების მხარდამჭერი, მარში გაიმართება. საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მარშში მონაწილეობა უნდა მიიღპს საქართველოს ყველა იმ მოქალაქემ, ვისთვისაც ქვეყნის დემოკრატიული მომავალი მნიშვნელოვანია. ისინი მმართველი გუნდის ქმედებებს უსამართლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ “ქართული ოცნება” ქვეყნის მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას არ შეცვლის და უფრო ლმობიერი არ გახდება. დღეს 19:00 საათზე მოქალაქეები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მარშით საკანონმდებლო ორგანოსთამ გადაინაცვლებენ.