შსს-მ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები დააკავა - Palitra News

შსს-მ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები დააკავა

2026-06-27 12:40:59+04:00

შსს-მ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 8 პირი, მათ შორის თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.