ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. ბრალდებულმა რუსთავში, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.