პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე წარიმართა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა. დაპირისპირება „გახარია საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის გიორგი შარაშიძის გამოსვლას მოჰყვა. მანამდე ირაკლი კობახიძემ მთავრობის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდა უკვე მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, რასაც, როგორც ამას პრემიერი ამტკიცებს, საშუალო ხელფასის ზრდა და საშემოსავლო გადასახადის შემცირება ადასტურებს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის წინაშეა, გრძელდება ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მძიმეა. პრემიერის გამოსვლას პოლიტიკური მხარეები დღესაც აფასებენ.