როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - Palitra News

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

2026-06-27 15:24:56+04:00

პარტია „დროაში“ აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია. პარტიის ინფორმაციით, ძლიერი ტკივილების გამო ექიმმა სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარება ვერ შეძლო, ხოლო სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესულ გაუარესებაზე მიუთითებს. „დროაში“ ამბობენ, რომ შესაბამისი მკურნალობის გარეშე გატარებული ყოველი დღე დამატებით ზიანს აყენებს ხოშტარიას ჯანმრთელობას. მათივე განცხადებით, არსებული ვითარებისა და მმართველი გუნდის მოქმედებების მიუხედავად, არც ელენე ხოშტარია და არც პარტია „დროა“ საპროტესტო ბრძოლიდან უკან დახევას არ აპირებენ.