თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2026-06-27 19:09:07+04:00

თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანას ცეცხლი თავისით გაუჩნდა. ცეცხლი მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილიდან ფოტოებს „გურია ნიუსი“ ავრცელებს.