აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.
„აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.
ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანს მიეცა შანსი, დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა ირანმა არ გააკეთა ეს და მისმა ძალებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ დრონი გაუშვეს.
„ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობი