ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია - გავაგრძელებთ რუსულ ტერორზე რეაგირებას - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია - გავაგრძელებთ რუსულ ტერორზე რეაგირებას

2026-06-28 13:02:48+04:00

ჩვენმა მეომრებმა უკრაინის კონსტიტუციის დღე დიდი სიზუსტით დაიწყეს. წუხელ ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დარტყმა მიაყენეს კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას - ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში და იაროსლავის მხარეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში.

„ვაგრძელებთ ჩვენს ოპერაციებს, რომლებიც ასუსტებს რუსეთის უნარს აწარმოოს ეს ომი. ჩვენი თითოეული შორ მანძილზე მოქმედი „სანქცია“ ნიშნავს რუსეთის ომის მანქანისთვის საჭირო რესურსების შემცირებას და კიდევ ერთ ნაბიჯს მშვიდობისკენ. გავაგრძელებთ რუსულ ტერორზე რეაგირებას“, - წერს ზელენსკი.