უკრაინელი ბავშვები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ - Palitra News

უკრაინელი ბავშვები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ

2026-06-28 14:25:43+04:00

უკრაინელ ბავშვები საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. ბავშვებს პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრებთან ერთან შეხვდა და მათ სადილზე უმასპინძლა. პირველ ეტაპზე ბანაკის სტუმრები შეიარაღებული ძალების მოსამსახურეების შვილები არიან, ასევე ომის შედეგად დაობლებული ბავშვები და მათი თანმხლები პირები კიევიდან, რომლებიც 10 დღის განმავლობაში კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. ბანაკის სტუმრებისთვის ასევე მოეწყობა ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღსა და თელავში. 4-15 ივლისს ბანაკი უმასპინძლებს მეორე ნაკადს – ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სუმიდან.