პროექტ „საზაფხულო ტურნეს“ ფარგლებში ჯგუფი „ეგარი“ რეგიონებს ესტუმრა - Palitra News

პროექტ „საზაფხულო ტურნეს“ ფარგლებში ჯგუფი „ეგარი“ რეგიონებს ესტუმრა

2026-06-28 14:32:10+04:00

საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, პროექტ „საზაფხულო ტურნეს“ ფარგლებში ჯგუფი „ეგარი“ რეგიონებს ესტუმრა. ამჯერად, მუსიკოსებმა კონცერტები წალკისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გამართეს და მაყურებლის წინაშე ტრადიციული პროგრამა წარმოადგინეს. კონცერტებს ადგილობრივი მოსახლეობის გარდა უცხოელი ტურისტები, სასულიერო პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მსგავსი ტურნეები ანსამბლმა „ეგარმა“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წლებშიც არაერთხელ მოაწყო.