უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა და აბიტურიენტები დალოცა. პატრიარქმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ნაყოფიერი სწავლა უსურვა.