ბაიბა ბრაჟე - ლატვია გმობს ბაჰრეინსა და ქუვეითზე დრონებით თავდასხმებს - ირანმა სრულად უნდა შეასრულოს ურთიერთგაგების მემორანდუმი - Palitra News

ბაიბა ბრაჟე - ლატვია გმობს ბაჰრეინსა და ქუვეითზე დრონებით თავდასხმებს - ირანმა სრულად უნდა შეასრულოს ურთიერთგაგების მემორანდუმი

2026-06-28 15:13:54+04:00

ლატვია გმობს ირანის მიერ ბაჰრეინსა და ქუვეითზე დრონებით თავდასხმებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.

„სოლიდარობას ვუცხადებთ პარტნიორებს სპარსეთის ყურეში ეს თავდასხმები უგუნურია და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“, - წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავდასხმები, სრულად შეასრულოს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს 2817-ე რეზოლუცია.