ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა - Palitra News

ქვემო ქართლის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

2026-06-28 16:41:42+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრისქვეშ მყოფი 3 პირი დააკავეს. ბრალდებულები, სხვადასხვა დროს, რუსთავში, მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან სხვადასხვა დასახელების ნაწილებს და საბანკო ბარათებს უკანონოდ დაეუფლნენ.სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავეების ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულების სახით რუსთავში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.