“ჯერ საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა - Palitra News

“ჯერ საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა

2026-06-28 16:43:23+04:00

"ჯერ საქართველოს" სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ - ვიქტორ ყიფიანი აირჩია. პოლიტსაბჭოს წევრები - ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, რუსუდან თევზაძე, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე არიან. პარტიის თადამფუძნებელები და მრჩეველები კი ნიკოლოზ ალავიძე და გიორგი ტუმასიანი. სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ - გიორგი შალამბერიძე აირჩიეს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე იქნება. ახალი პოლიტიკური გაერთიანების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საქართველო რეგიონის ლიდერად ქცევაა. „ცვლილებებზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა და არა მხოლოდ ოპოზიციური პარტია“ - ასე განმარტავს ვიქტორ ყიფიანი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მიზანს. მისი თქმით, პარტიის დაფუძნება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებების მოთხოვნამ განაპირობა.