საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი - Palitra News

საპატრულო პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

2026-06-28 16:44:35+04:00

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები,მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა. დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.