ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა საკუთარი პოლიტიკური პარტია დააფუძნა - Palitra News

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა საკუთარი პოლიტიკური პარტია დააფუძნა

2026-06-29 09:22:26+04:00

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა საკუთარი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. ახალი პოლიტიკური გაერთიანების „ჯერ საქართველოს“ განცხადებით, მათი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონის ლიდერად ქცევა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ზრუნვა, მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. როგორც პარტიაში აღნიშნეს, პოლიტკურ ველზე გამოჩენა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა და ცვლილებების მოთხოვნამ განაპირობა. ჯერ საქართველო თანამშრომლობას ყველა პოლიტიკურ ძალასთან აანონსებს. ამავდროულად, ოპოზიციონერი პოლტიკოსები ალიანსის შენარჩუნებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ერთობაში დარჩებიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საერთო სტრატეგიასა და შეთანხმებულ წესებს დაიცავენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ არსებული შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე, ოპოზიციის ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს.