ელენე ხოშტარიას ექიმები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში მორიგი შეხვედრა გაიმართება - Palitra News

ელენე ხოშტარიას ექიმები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში მორიგი შეხვედრა გაიმართება

2026-06-29 09:23:37+04:00

ელენე ხოშტარიას ექიმები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ, რის შემდეგაც პენიტენციურ სამსახურში მორიგი შეხვედრა გაიმართება. გადაწყვეტილება შაბათს, პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს. გიორგი პატარიძის განმარტებით, ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები სწორედ მას შემდეგ გადაწყდება, რაც მას ექიმი მოინახულებს. ჟურნალისტების კითხვას, ორშაბათს საბოლოოდ გაირკვევა თუ არა ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხი, გიორგი პატარიძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა. ოპოზიცია ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს. როგორც ცნობილია, პოლიტიკოსს შეენიშნება სახსრების მძიმე პათოლოგია, რის გამოც ექიმები მისთვის შესაბამის მკურნალობას ითხოვენ.