ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ გაიხსნა - Palitra News

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ გაიხსნა

2026-06-29 09:24:40+04:00

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, გაიხსნა რომელიც სტუდენტებს, კონფლიქტების კვლევის, ისტორიული ფაქტებისა და თანამედროვე პროცესების შესწავლის შესაძლებლობებს მისცემს.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნახატების გამოფენა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენა. სამშვიდობო სწავლების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის, სოხუმისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ცენტრის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესთავაზოს აკადემიური და პრაქტიკული შესაძლებლობები მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების ანალიზის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით.