მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა - Palitra News

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა

2026-06-29 09:25:16+04:00

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაოების პირველად შედეგებს თიანეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო. ინვენტარიზაციის შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა. თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.