მედიაწიგნიერების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში იწყება. კომუნიკაციების კომისია, გაათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლებისა და უნივერსიტეტების შემდეგ მედიაწიგნიერების დანერგვას უკვე სკოლამდელ განათლებაში იწყებს. ამ მიზნით, ComCom-მა ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ თარგმნა და გამოსცა, რომელსაც საქართველოს მასშტაბით საბავშვო ბაღებს ეტაპობრივად გადასცემს. გზამკვლევი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ადაპტირდა, ფინური მოდელის მიხედვითაა შემუშავებული და ფინეთის ეროვნული განვითარების პროგრამის ფარგლებშია გამოქვეყნებული. პროგრამა ბაღის მასწავლებლებს ადრეულ, სკოლამდელ და დაწყებით განათლებაში მედიაწიგნიერების, პროგრამირებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში კომპეტენციის განვითარების ინსტრუმენტებს სთავაზობს.