საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა - Palitra News

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა

2026-06-29 09:28:05+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 იძულებით გადაადგილდა, დაინგრა 774 შენობა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველებმა კვირას, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან მამა და მისი შვილი ცოცხლები ამოიყვანეს. ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.