რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე ხვდებიან.
სწორედ, აღნიშნული შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს შეხვდებიან და გადაწყდება, ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ თუ არა.
პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები.