„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ ელენე ხოშტარიასთან პენიტენციურ დაწესებულებაში პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი შევიდა. დაწესებულებაში მისი ვიზიტის შემდეგ ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაწყდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მისი მეგობრები ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაელოდებიან. ადგილზე მისვლას ისინი 14 საათზე აპირებენ. „არ შეიძლება ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა, იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ“ - ამბობენ მისი თანაგუნდელები. ცოტნე შაორშაძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ის ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მუშაობს.