უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას აძლიერებს. ბოლო დღეებში უკრაინულმა ძალებმა შორი მოქმედების უპილოტო სისტემებითა და სხვა მაღალი სიზუსტის შეიარაღებით იერიშები მიიტანეს ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონში მდებარე სამხედრო-ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ ობიექტებზე. კიევი აცხადებს, რომ ოპერაციების მიზანია რუსეთის სამხედრო პოტენციალისა და მომარაგების შესაძლებლობების შესუსტება, ხოლო მოსკოვი ადასტურებს დარტყმების ფაქტს და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე საუბრობს. როგორ ვითარდება უკრაინის ახალი სამხედრო ტაქტიკა.