სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტის გამო, სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა - Palitra News

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის შესახებ პოსტის გამო, სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა

2026-06-29 15:03:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი „პოსტის“ გამო, სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

„მე დავწერე „პოსტი“ ჩემს პირად გვერდზე, სადაც შეურაცხყოფად მიიჩნიეს წყევლა. წყევლა არ მიმაჩნია შეურაცხყოფად“, - განაცხადა თამარ გიორგაძემ ჟურნალისტებთან.

საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.