მრავალვექტორული დიპლომატია და საქართველო - "ქართული ოცნების" წევრები განმარტავენ, რომ მრავალვექტორული დიპლომატია საქართველოსთვის არ გულისხმობს არჩევანს პარტნიორებს შორის, არამედ თანამშრომლობის გაფართოებას. მართალია ხელისუფლება კიდევ ერთხელ ასახელებს ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც საქართველოს მტკიცე სტრატეგიულ არჩევანს, თუმცა მეორე მხრივ ევროპელი ლიდერები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს.ვიდრე საქართველო ევროკავშირისა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ბედი გაურკვეველია, პრემიერი ყირგიზეთს, ტაჯიკეთს დღეს კი ყაზახეთს სტუმრობს. რა გზას ირჩევს "ქართული ოცნება" სინამდვილეში?