დაიწყება თუ არა გამოძიება პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის პარლამენტში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე? გახარიას თანაგუნდელები აცხადებენ, რომ გამოძიება მყისიერად უნდა დაწყებულიყო, თუმცა სამი დღე გავიდა საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე რეაგირება არ აქვს. ირაკლი კობახიძის წლიაური ანგარიშის დროს მომხდარი დაპირისპირების საკითხზე მხარეები ურთიერთბრალდების რეჟიმში არიან. წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული თავდასხმა ქართული ოცნების მხრიდან თუ პროვოკაცია გახარიას თანაგუნდელების მიერ? საკითხზე ორი საპირისპირო ვერსია ვრცელდება.