რუსთავის N5 დაწესებულებაში ელენე ხოშტარია ექიმებმა მოინახულეს – რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული? - Palitra News

რუსთავის N5 დაწესებულებაში ელენე ხოშტარია ექიმებმა მოინახულეს – რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული?

2026-06-29 16:03:54+04:00

რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერთან, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასთან ექიმები - მაკა იოსელიანი, ანი ქავთარაძე და ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმყოფებოდნენ. შეხვედრისა და მსჯავრდებულის გასინჯვის შემდეგ, იოსელიანი, ქავთარაძე და თუთბერიძე პენიტენციური სამსახურის დირექტორს, გიორგი პატარიძეს უნდა შეხვდნენ და გადაწყვიტონ, გადაიყვანენ თუ არა ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში. პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.