ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. ეს ორგანიზაციებია: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი", „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“ და „საფარი". სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე.