დონალდ ტრამპი - ირანმა შეხვედრა მოითხოვა - ის დოჰაში გაიმართება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანმა შეხვედრა მოითხოვა - ის დოჰაში გაიმართება

2026-06-29 18:30:48+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა შეხვედრა მოითხოვა და ის ხვალ კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართება.

„ირანმა შეხვედრა მოითხოვა. ის ხვალ დოჰაში გაიმართება“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მანამდე CNN-მა ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და ირანი სამშაბათს დოჰაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.