საქართველო და ყაზახეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - როგორ აისახება ეს საქართველოს საგარეო კურსზე და როგორია პოლიტიკური შეფასებები - Palitra News

საქართველო და ყაზახეთი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავიდნენ - როგორ აისახება ეს საქართველოს საგარეო კურსზე და როგორია პოლიტიკური შეფასებები

2026-06-29 21:03:07+04:00

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა. შესაბამის დეკლარაციას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერეს. მთავრობის ინფორმაციით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმებიც გააფორმეს კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. ამავე ვიზიტის ფარგლებში ტოკაევმა ირაკლი კობახიძე პირველი ხარისხის საპატიო ორდენითაც დააჯილდოვა. პარალელურად, ხელისუფლება მრავალვექტორულ დიპლომატიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პარტნიორების არჩევას კი არა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს.