ოპოზიციურ პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია იქმნება. ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველო“ დააფუძნა. პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ოპოზიციურ ალიანსებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი პოლიტიკური გუნდის შექმნას უპარტიო პოლიტიკოსებიც გეგმავენ, მათ შორის ცოტნე კობერიძე, საბა ბუაძე და ბორის ჩელე ყურუა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური ვითარება ახალ ინიციატივებს საჭიროებს.