მედიის ინფორმაციით, აშშ და ირანი მორიგ შეთანხმებას მიაღწიეს და დროებით სამხედრო მოქმედებებისგან თავშეკავებაზე შეთანხმდნენ. ცნობებით, მხარეების წარმომადგენლები 30 ივნისს კატარში ტექნიკურ მოლაპარაკებებს გამართავენ, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო ნაოსნობის აღდგენა იქნება. მანამდე, 26-27 ივნისს, გამოცხადებული ზავის მიუხედავად, სამხედრო დაპირისპირება განახლდა. აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ირანის თავდასხმა ორ კომერციულ გემზე. საპასუხოდ, თეირანმა დარტყმები აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაჰრეინში მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის შემდეგაც ორივე მხარემ ზავის შესაძლო შეწყვეტაზე გააკეთა მინიშნება.