თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი თამარ გიორგაძე 3 000 ლარით დააჯარიმა. საქმე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შეეხებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. გიორგაძის განმარტებით, მის მიერ გამოყენებული ტექსტი იყო წყევლა და არა შეურაცხყოფა. სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ სასამართლოს მიმართა.