პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პოლიტიკური დავა გრძელდება - Palitra News

პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პოლიტიკური დავა გრძელდება

2026-06-29 21:18:02+04:00

26 ივნისს პარლამენტში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ პოლიტიკური პოლემიკა არ წყდება. სამი დღის შემდეგ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გამოძიების დაწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ მათი თანაგუნდელის, გიგა ფარულავას მიმართ ფიზიკური ძალადობა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გამოიყენეს. მმართველ გუნდში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ კონფლიქტი სწორედ ფარულავამ დაიწყო, როდესაც უმრავლესობის ერთ-ერთ წევრს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მხარეები კვლავ ურთიერთბრალდებების რეჟიმში რჩებიან.