დაიწყება თუ არა პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი გამოძიება - შესაბამისი მოთხოვნით პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებმა სამართალდამცავ უწყებებს უკვე მიმართეს. ყოფილი პრემიერის პარტიაში კიდევ ერთხელ ამბობენ რომ ის, რაც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა, წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო. საკითხს ეხმაურება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი. ცოტნე ივანიშვილი ამბობს რომ მომხდარი ქვეყნის პრესტიჟს აზიანებს, თუმცა მისივე თქმით, სახეზე იყო გახარიას გუნდის მხრიდან აშკარა პროვოკაციები, რასაც საბოლოოდ სიტუაციის გართულება მოჰყვა.