ოპოზიციური ფლანგი ფართოვდება - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის პარტია პოლიტიკურ ველზე ოფიციალურად გამოჩნდა. ვიქტორ ყიფიანი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად პარტია “ჯერ საქართველო” ჩამოაყალიბა, ამბობს რომ მისი გუნდი პროცესებში ერთი მარტივი მიზნით ჩაერთო - საზოგადოებას პოლიტიკური ალტერნატივა შესთავაზოს და ქვეყანა დასავლური განვითარების რელსებზე დააბრუნოს. ყიფიანისა და მისი გუნდის განზრახვის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება ოპოზიციის ერთ ნაწილს. “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს რომ ახალი პარტიის მოაზრება ოპოზიციურ ძალად სწორი არ იქნება, რადგან მისივე თქმით, ყიფიანი წლების განმავლობაში საზოგადოების სურვილის საწინააღდმდეგოდ ივანიშვილის ინეტერსებს იცავდა. ჯერ საქართველოსთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს ოპოზიიციის მეორე ნაწილი.