“მე ყოველთვის ვიყავი მეტი დიალოგის მომხრე” - ამ სიტყვებით შეაჯამა ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის კონფერენცია. ცოტნე ივანიშვილი ამბობს რომ განსხვავებულ პოზიციებზე მყოფ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის წლების განმავლობაში საკომუნიკაციო ხაზი გაწყვეტილი იყო, თუმცა მისივე თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა. რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობაში მის შესაძლო ჩართულობას - ცოტნე ივანიშვილი ამ თემაზე გავრცელებულ ცნობებს ისეევ კატეგორიულად უარყოფს.