რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში - Palitra News

რა ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში

2026-06-30 09:54:50+04:00

ახლო აღმოსავლეთში დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ვითარება კვლავ დაძაბულია. კატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება, რომელშიც მედიის ცნობით, შუამავლების მონაწილეობით ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის საკითხს განიხილავენ. მხარეები აცხადებენ, რომ კონტაქტები გაგრძელდება, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დოჰაში უკვე გაემგზავრა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მხარეები შეხვედრას გამართავენ. რაც შეეხება ირანს - ირანის პრეზიდენტის განცხადებით, ირანი შეასრულებს თავის ვალდებულებებს, თუ შეერთებული შტატებიც იგივეს გააკეთებს. მისი თქმით, ირანი უყოყმანოდ და მტკიცედ დაიცავს თავს. ივნისში დაწყებული დიპლომატიური პროცესი მიზნად რეგიონში ფართომასშტაბიანი ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს, თუმცა პერიოდული სამხედრო ინციდენტები შეთანხმების მიღწევას კვლავ ართულებს.