ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობის შესაძლო ზრდისთვის ემზადებიან - Palitra News

ვენესუელაში დაღუპულთა რაოდენობის შესაძლო ზრდისთვის ემზადებიან

2026-06-30 09:56:20+04:00

ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა. როდრიგესმა აღნიშნა, რომ მიწისძვრის შედეგად კიდევ 5 034 ადამიანი დაშავდა, 15 866 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. როგორც საერთაშორისო მედია წერს, დაღუპულთა შორის აშშ-ის სამი მოქალაქეა, 12 კი დაკარგულად ითვლება. გაერო-ს განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობის შესაძლო ზრდისთვის ემზადებიან. ვენესუელაში გაერო-ს ჰუმანიტარულმა კოორდინატორმა, ჯანლუკა რამპოლა დელ ტინდარომ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, 10 000-მდე გაიზარდოს. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად 2 500 შენობა სრულად განადგურდა.