მონაკოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა - Palitra News

მონაკოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა

2026-06-30 09:57:28+04:00

მონაკოში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. მონაკოს სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ტერორისტული თავდასხმაა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა. ადგილზე გააქტიურდა ე.წ. წითელი გეგმა, რომელსაც საგანგებო სიტუაციების დროს იყენებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაშავებული უკრაინის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.