„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან ჯერ არავინ დაჰკავშირებია და არ აქვს ინფორმაცია, როდის გადაიყვანენ კლინიკაში ელენე ხოშტარიას - Palitra News

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან ჯერ არავინ დაჰკავშირებია და არ აქვს ინფორმაცია, როდის გადაიყვანენ კლინიკაში ელენე ხოშტარიას

2026-06-30 11:04:47+04:00

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ჯერჯერობით, არ აქვს ინფორმაცია, როდის გადაიყვანენ პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე, პენიტენციური დაწესებულებიდან მას არავინ დაჰკავშირებია.

„არავინ დამკავშირებია. ჩვენ ყოველთვის, 24 საათის განმავლობაში მზად ვართ პენიტენციური პაციენტების და ზოგადად, ყველა პაციენტის მისაღებად. ეს მათი გადასაწყვეტია. ამ ეტაპზე, პენიტენციურად არავინ დამკავშირებია“,- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 29 ივნისს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ განაცხადა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობა განაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი პატარიძემ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ექიმებთან - მაკა იოსელიანთან და ანი ქავთარაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.